შეზღუდვები თუ მოვუშვით, იანვრის ბოლომდე შეიძლება 5000-ზე ავიდეს შემთხვევები – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, იანვრის ბოლოს ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად შეიძლება 5 000-მდე ავიდეს.

მისივე თქმით, თუ შეზღუდვები იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, თვის ბოლოს ქვეყანაში 1 571 ყოველდღიური შემთხვევა იქნება.

“ოდნავ სიტუაცია მშვიდდება ქვეყანაში, მაგრამ ეს ჩვენ არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს იმიტომ, რომ სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთს გამწვავდეს, თუ არ დავიცავთ რეგულაციებს. Healthemetric-ის ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად კი, თუ ჩვენ დაახლოებით ამ ტიპის შეზღუდვებს გავაგრძელებთ იანვრის ბოლომდე, რაც დღეს მოქმედებს ქვეყანაში, იანვრის ბოლოსთვის გვექნება 1 571 ყოველდღიური შემთხვევა.

ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. ანუ რასაც დაიჭერს, ეს იქნება 800-900, რასაც ვერ დაიჭერს, იქნება 600-700, ანუ სულ გვექნება 1 571, თუ ამ ტიპის შეზღუდვები ქვეყანაში გაგრძელდა, მაგრამ თუ მოვუშვით, რაც დღეს არის, იანვრის ბოლომდე შეიძლება ავიდეს 5000-ზე. ამავე დროს დღეს ჩვენ ასული ვართ 70%-ზე პირბადის ტარების, მაგრამ თუ ავედით 95%-ზე მაშინ შემთხვევები იქნება 728-ის ფარგლებში, რასაც სისტემა დაიჭერს”,