შეზღუდვები უნდა მოიხსნას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, მინიმალური ვადით არის დარჩენილი ე.წ. გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც სავარაუდოდ მოიხსნება.

“ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ყველა გზა აქეთ მიდის. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ ისიც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.