“შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი”- კობახიძე მელიაზე

“შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი” – განაცხადა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

“მელია თუ გმირია… ეს შედარებები აჩვენებს ამ პარტიის ბუნებას. შედარებები მანდელასთან და რაღაც ბუნებრივია ეს ყველაფერი არის ღიმილისმომგვრელი. ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ყველამ იცის, რომ მელია არის პოლიტკრიმინალი. შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი, რომელიც ადგილი წესით პოლიტიკაში არ უნდა იყოს, თუმცა, ეს არს მოცემულობა” – განაცხადა კობახიძემ.