“შეთანხმება კარგია, ოღონდ ჩვენი თვალების ხარჯზე არა, ესე მარტივად დაითმობა 20 ივნისი? “- ასე ეხმაურება 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერას.
მაკო გომური დოკუმენტს საერთო ჯამში დადებითად აფასებს, თუმცა მისი ერთ-ერთი პუნქტი, რომლის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია 20 ივნისის ყველა დარღვევისა და დაკავებულის მიმართ, მისთვის მიუღებელია. გომურისთვის გაუგებარია, რატომ დათანხმდა ოპოზციის ნაწილი აღნიშნულ პუნქტს.
”მთელი დღეა ყველანაირად ვარიდებ თავს ამ შეთანხმებაზე ფიქრს. რა დროს დავიჭირე ჩემი თავი გითხრათ, პატარა ტყემლების მოსაწყვეტად მივბობღავდი ხეზე, ერთიც ვერ მოვწყვიტე, სამაგიეროდ დრო გამყავდა რომ არ მეფიქრა.
რომ არა 20 ივნისი (და ბოდიშით ეგეთი დამოკიდებულიბის გულიზა) სად იქნებოდა ახლა ოპოზიცია კაცმა არ იცის, ან შეიძლება იცის და ეგ ყოფნაც აქამდე ნაღდად არ იქნებოდა, პარლამენტის რიგებამდე. ივნისმა დააჩქარა ეგ ყველაფერი. მაგრამ ეგ სხვა საკითხია და სხვა დროს.
როცა ერთი მხარე მეუბნება რომ კარგია შესვლა, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება რომ დასავლეთმა არ დაგვადოს, რომ ახლა ყველაზე კარგი გამოსავალია ეს შეთანხმება და როგორც იქნა მივაღწიეთ ამ მწვერვალს და იშვა ბნელიდან ნათელი, ხსნა და ა.შეგ ამნისტია არ ეხება 20 ივნისს, როგორც ძალის გადამეტებას და უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას. და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იქნება.
მეორე მხარე მარწმუნებს, რომ ამნისტია არის დასასრული და დასამარება ოცი ივნისის (ცუდი გაგებით, რა თქმა უნდა, თორე ნეტა დასამარდეს) რომ ვერასდროს ვერ დაისჯება დამნაშავე, რომ არასდროს დაისჯება ის, ვის გამოც დღეში 7 მილიარდჯერ პროთეზს ვრეცხავ და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე, რომ გამივიძრო თვალიდან ეს დამპალი და წყეული რაღაც. მერე თავი იმით დავიმშვიდო რომ, აი, მაკო ცოტაც და ფინალში ხარ, უბრალოდ ეგ ფინალი რაც უფრო ვუახლივდები, უფრო შორს გადის, აი სიზმარში რომ მირბიხარ და ვერ მირბიხარ, დაახლოებით ეგრე. აი, ჩემს თავში კი არეულიბაა, ერთი წუთით რომ ჩაგახედათ შიგნით, შეგეცოდებოდით.
ვინ მართალს ამბობს, ვინ ტყუილს, ვის დაეჯერება, ვის არა, მართლა დაუსჯელად დატოვებენ დამნაშავეებს? ეგ არის კარგი სასამართლო მერე? ეგაა აწყობილი ქვეყანა?
არ ვიცი.
ვინც იცით, მითხარით.
ვფიქრობ, ალბათ, მგონია და მსგავსი არ მინდა.
შესვლა არავის უკითხია არც ჩემთვის, არც ბატონი კობასთვის და არავისთვის საერთოდ.
მე უბრალოდ მაინტერესებს ესე მარტივად დაითმობა 20 ივნისი?
ეგეთი უმნიშვნელოა?
მჭირდება პასუხი, ზუსტი.
არა, ნაცი არ ვარ.
დაუსჯელობით დაღლილი დაზარალებული ვარ, ვისი ამოთხრილი თვალის ხარჯზეც არ მინდა პარლამენტის სკამზე ვინმემ საჯდომები გაითბოს”- წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.
ამავე პოსტის კომენტარებში მაკო წერს, რომ შეთანხმება მართლაც კარგია, უბრალოდ თვალების ხარჯზე არა.
“შეთანხმება ძალინ კარგია, მართლა და მიხარია. ოღონდ ჩვენს ხარჯზე არა რა, ჩვენი თვალების ხარჯზე არა. ძალიან კარგი იყო იმითაც ყურება და ძალიანაც მენატრება. ოღონდ მაგის ხარჯზე არ მიხდეს ეს ყველაფერი და მითხარით რომ ამნისტიის მიუხედავად, დამნაშავე დაისჯება.”- წერს გომური.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მოძრაობა “შეცვალემ” მოამზადა პეტიცია სახელწოდებით : “არ შეეხოს ამნისტია 19-21 ივნისის დანაშაულებში მონაწილე პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს”.