კომპრომისის პოვნა იყო პირველი ნაბიჯი, თუმცა შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება. ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას აქვთ პასუხისმგებლობა, შეასრულონ ეს შეთანხმება წერილობითაც და სულისკვეთებითაც, რათა აღდგეს პოლიტიკური ნდობა. როგორც არაერთხელ უკვე აღმინიშნავს, საქართველომ უნდა გაიაროს პოლიტიკური დევნის ეტაპი და იაროს ძლიერი და კეთილდღეობის მქონე ქვეყნის მშენებლობისკენ. ეს შეთანხმება ქვეყანას ამ მიმართულებით წაიყვანს, თუმცა შეერთებული შტატები, ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობრების ჩათვლით, მჭიდროდ დააკვირდებიან ამ პროცესს.”- განაცხადა რიშმა.