სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, პარლამენტში შევა.
“სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი რა თქმა უნდა, იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც არის საერთო ოპოზიციური მოთხოვნები, ვიცავთ თითოეულ საკითხს. შეთანხმების შემთხვევაშით, ვართ მზად, გადავხედოთ პარლამენტის ბოიკოტის საკითხს. თუ დაგვეთანხმებიან რიგგარეშე არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს ბევრი ცვლილების შეტანა და ამისთვის მუშაობაა საჭირო”,– ამბობს ვაშაზე ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ხელისუფლება ხედავს, ოპოზიციასთან შეთანხმებაა ერთადერთი გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის, ამიტომ მანდატების არშეწყვეტას მოლაპარაკების მე–5 რაუნდი უნდა მოჰყვეს.