ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში, ასევე, ჩანს, რომ დაპირისპირებული ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილს აჯახებდნენ, ასევე, ჩანს იარაღი, რომლიდანაც ერთ-ერთი მოქალაქე, სავარაუდოდ, ისვრის.
დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
შსს-მ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ხულიგნობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.