თამაზ გინტური, 2008 წლის ომის ვეტერანი, რუსულმა ძალებმა მოკლეს. ის ეკლესიაში მიდიოდა თავის მეგობართან ერთად, რომელიც ასევე საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს. ამ რეზოლუციის მიზანია, რომ შეიქმნას ევროკავშირის სია სანქციებისთვის, როგორც ეს მოხდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე. ეს სია დაგვეხმარება დავაწესოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დანაშაულებს სჩადიან მშვიდობიანი მოსახლეობის, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინაშე.
თქვა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის განხილვისას.