შეიძლება გონება კვლავ დაკარგოს და გონებაზე ვეღარც მოვიდეს – ლევან ბესელია

” შეიძლება გონება კვლავ დაკარგოს და გონებაზე ვეღარც მოვიდეს დიაგნოზს ვერ ვსვამთ ამის საშუალება აქ არ არის ” –  ამის შესახებ, რეანიმატოლოგმა ლევან ბესელიამ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და ექიმები ვერ სვამენ დიგანოზს თუ რისგან იყო გამოწვეული მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი.

”პაციენტს ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, საკმაოდ ხანგრძლივი ეპიზოდი. ცნობიერების მკვეთრი დაქვეითების პერიოდში იმყოფება. გონზეა მაგრამ პერიოდულად პაციენტი არ არის იმ ცნობიერებაზე რომ ადეკვატურად უპასუხოს ყველა შეკითხვას. პაციენტი დაუყოვნებლივ საჭიროებს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას სადაც სულ მინიმუმ იქნება შესაძლებელი, იქნება შესაძლებელი დიფერენციალური დიგანოსტიკა, აუცილებლად სჭირდება თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა, ესაჭიროება  ელექტროენცეფალოგიური  გამოკვლევა. არა თუ მოსალოდნელია გონების კარგვის განმეორება, არამედ მოსალოდნელია ნებისმიერი სახის გართულება, შეიძლება გონება დაკარგოს და  გონებაზე ვეღარც მოვიდეს. ხაზგასმით გამოსაკვლევია თავის ტვინის მდგომარეობა. არ ვიცით რისგან იყო გამოწვეული ეს გონების კარგვა. დიგნოზი დასმული ვერ არის და არც ამის საშუალებაა რომ ეს დიაგნოზი დაისვას.” – აცხადებს, ლევან ბესელია.