პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძების პროცესი გაიწელა, ეს იმიტომ მოხდება, რომ პასუხები იყოს ზუსტი.
მისი თქმით, ამ საკითხზე ნებისმიერი მსჯელობა პოლიტიკური მსჯელობაა.
“რეალური სიტუაციის შეფასებისთვის არსებობს ორი მეთოდი. ერთი, რაც გააჩნდა ჭაკუას, ცემა- ტყეპით შეუძლია ამოიღოს ის ჩვენება, რაც აწყობდათ და არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, რომელშიც გამოძიება უნდა წავიდეს ყოველგვარი დარღვევის გარეშე. თუკი ეს პროცესი გაიწელა არა იმიტომ, რომ ვიღაცას არ უნდა, რომ ეს პროცესი დამთავრდეს, არამედ იმიტომ, რომ პასუხები იყოს ზუსტი და არ დარჩეს შეკითხვა, რომელსაც არ ექნება შესაბამისი პროფესიონალური პასუხი. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტთან დაკავშირებით ნებისმიერი მსჯელობა არის პოლიტიკური მსჯელობა. გამოძიების ხარისხი უნდა იყოს მაღალი. შეიძლება შეგიკეროთ ერთ კვირაში პიჯაკი და მაღალი ხარისხით და შეიძლება ორ საათში, მაგრამ არ იქნება ლამაზი”, – განაცხადა ვოლსკიმ.