“შეიძლება შიგნიდან ხდებოდეს გავრცელება”- ამის შესახებ ეკამ ბესელიამ “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “კომენტარში”, გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.
”შეიძლება ვიღაცას, ნიშნის მოგების პოზიცია უჭირავს გუნდში, ვიღაცას შეიძლება ახარებს, რაღაცნაირად ჩემსთვალწინ მთლიანად იმსხვრევა საყრდენი რომელიც ერთ დროს რაღაცნაირად გვაერთიანებდა, იმ ადამიანებს ვინც 2012 წელს ვიყავით. შემიძლია პირდაპირ გითხრათ რომ შეიძლება შიგნიდან ხდებოდეს ამ აუდიოცანაწერის გავრცელება, რადგან პიროვნულად და პირადად გავიარე ეს გზა, როცა უმრავლესობის გუნდში ვიყავი, პერსონალური შეტევა ჩემზე მიიტანეს. ეხლა განსაკუთრებით არ გამოვრიცხავ, რადგან ეხლა ვინც იმ გუნდში დარჩა იმ ადამიანებს აღარ აქვთ ის საყრდენი მორალური და ადამიანური საყრდენი, რომელიც აჩერებდა გუნდს რაღაცეებისგან.”- განაცხადა ეკა ბესელიამ.