შეიძლება ხისტი ვარ, თუმცა ყველაფერში გულწრფელი ვარ – პაპუაშვილი

“შეიძლება ხისტი ვარ, თუმცა ყველაფერში გულწრფელი ვარ “- ამის შესახებ, ახლადარჩეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”თუ თქვენ პრინციპულობას ეძახით სიხისტეს, დიახ ვარ ხისტი, ალბათ. თუ თქვენ სიმართლის პირდაპირ თქმას სიხისტეს ეძახით დიახ, შეიძლება მე ვარ ხისტი, თუმცა მე ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ და მთავარი ეს არის, რომ ადამიანი იყოს გულწრფელი თავის საქმეში და სიტყვებში. რასაც მე ვამბობდი და ვიტყვი ამის შემდეგ იქნება სიმართლე, რომლისაც მჯერა. ” –  განაცხადა პაპუაშვილმა.