თბილისში, მოკლული ანასტასია შატალოვას მამა, სერგეი შატალოვი აცხადებს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, ის მკვლელობის დამკვეთს, მიმართავს და აცხადებს, რომ მას აუცილებლად დააკვებენ.
“ეს შეკვეთილი მკვლელობაა. სავარაუდოდ, გამოძიება უფრო მეტ დეტალს დაადგენს… ქართველმა გამომძიებლებმა უმოკლეს ვადაში გამოიძიეს ეს საქმე და დააკავეს დამნაშავეები, მინდა ყველა პოლიციელს და გამომძიებელს ამისთვის მადლობა ვუთხრა. გამოძიება პროფესიონალურად მიდის”, – ამბობს სერგეი შატალოვი.