“თუ ჩვენი ოპონენტების და ზოგადად გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს მივყვებით, მაშინ რუსული კანონი კი არ იყო, რეალურად გეგმაა რუსული, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში ამ გეგმას რომ მიჰყვეს ქვეყანა, რასაც ჩვენი ოპონენტები ახმოვანებენ, სინამდვილეში ეს არის კანდიდატის სტატუსის ვერ და არ მიღება, ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი საქართველოში, რაც აუცილებლად რუსული შედეგით დასრულდება, ჩვენი გეგმა არის სხვა.

მე შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ამ გეგმაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველო უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. თუკი ჩვენ ვივარაუდებთ, თეორიაში მაინც, რომ ჩვენი ოპონენტები თუ უარს იტყვიან ამ რუსული გეგმის შესრულებაზე, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს”.

განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.