“შემძულდა ეს ბავშვი””- ტვ პირველი, გარდაცვლილი 14 წლის ნინის ბიძის კომენტარს ასაჯაროებს. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ბიძიშ კომენტარები და ბრალდებები იმდენად მძიმეა რომ ეთერში მის გაშუქებას არ აპირებენ და მხოლოდ ფრაგმენტულად გაასაჯაროვეს.
ბიძა რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ქობულეთის პოლციის სამმართველოში. ის უარყოფს ძალადობის ფაქტს თუმცა არ უარყოფს რომ ნინი როცა ექსუალური ძალადობის მსვერპლი გახდა ოჯახმა ის გარიყა
“დარიგება არ აკლდა, მაგისი ძმა წასულია ღორს აჭმევს, თავისი და გათხოვდა, შემძულდა ეს ბავშვი. გვერდში ვედექით მაგ ოჯახს მე არ მიძალადია არ შევხებივარ მაგ ბავშვს. 1 წლის და 8 თვის დატოვა დედამისმა ნინი.”- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ ტელეკომპანია “პირველთან”
შეგახსენებთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 თებერვალს 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა. 10 თებერვალს პოლიციამ ნიკა ტაკიძე დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლით წარედგინა. დღეს, 15 თებერვალს კი გარდაცვლილის ბაბუაც დააკავეს.