შენ ერთხელ მოგხვდა და კიდევ მოგხვდება – მეუფე იოანე “მთავარის” ჟურნალისტს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი მთავარი არხის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს დაემუქრა.

“შენ ერთხელ უკვე მოგხვდა და კიდევ მოგხვდება, თუ არ გაჩერდები”. – უთხრა მან ჟურნალისტს.

იოანე გამრეკელმა ვაჩიბერაძეს ბაღდათელი მიტროპოლიტის მხრიდან ფიზიკური ძალადობა შეახსენა, როცა ეპისკოპოსმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი დაარტყა.

მეუფე იოანეს დღეს ჟურნალისტები 5 ივლისის ძალადობასა და ამ დღეს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ ეკითხებოდნენ.

გამრეკელმა ჟურნალისტ რატი წვერავას ცილი დასწამა და თქვა, რომ 5 ივლისს პერანგი თავად შემოიხია და ჩხუბი დაიწყო.