შენ უნდა შეგეღება და გაგეგორებინა კვერცხი ჩემს საფლავზე – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

“შენ უნდა შეგეღება და გაგეგორებინა კვერცხი ჩემს საფლავზე”- ამის შესახებ, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, სოციალურ ქსელში წერს.

“დეე შენ უნდა შეგეღება და გაგეგორებინა კვერცხი ჩემს საფლავზე.ეს რა დღეს მომასწრო ღმერთმა? გასკდა გული!!! შენ მოგიკვდეს უბედურ დღეზე გაჩენილი დედა. ჩემო უსამართლობით განწირულო შვილო.მარტო ის მამშვიდებს ყოველი გასული დღე მაახლოებს შენთან შეხვედრის თარიღს ჩემო თოჯინა, ჩემო უნიჭიერესო და ჩემო სამყაროვ.მაᲞატიე დეე სათანადოდ, რომ ვერ გაგიფრთხილდი. უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე,რომ შენნაირ ანგელოზს სიცოცხლეს ვინმე თუ წაართმევდა.ეხლა საიმედო ხელში ხარ. უფალს ებარებოდე დეე.დარწმუნებული ვარ სასუფეველს დაიმკვიდრებ.”-წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გასული წლის ზაფხულში, თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში მაწევნის მინდორზე იპოვეს. ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა.

ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.