მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში შესვლის უფლებას 3 დღის განმავლობაში არ აძლევდნენ, თუმცა გუშინ დაწესებულებიდან დაურეკეს და მისვლა სთხოვეს.
მისი შეფასებით, სააკაშვილი კვლავ სუსტად არის.
“შესამჩნევი სიყვითლე აქვს, გადაადგილდება მძიმედ. სუსტად არის. პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა. მე ავედი მასთან”. – ამბობს ექიმი.
მისივე განცხადებით, სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე უარი უნდა თქვას, თუ ამას შესთავაზებენ.
“ვლაპრაკობდით გადაყვანაზე. მკითხა გორის საავადმყოფოზე. მე მივეცი რჩევა, რომ უარი თქვას, თუ ეს ვარიანტი განიხილება. ეს მშვენიერი ჰოსპიტალია, ძალიან კარგად იმუშავა 2008 წელს, ომის დროს. მაგრამ ის არ არის განკუთვნილი ამ ტიპის ავადმყოფისთვის. სიტყვამ მოიტანა, რომელიმე საავადმყოფოში გადაყვანაზე ლაპარაკი არ არის. რამდენიმე კლინიკაზე ვფიქრობ, სად შეიძლება მისი გადაყვანა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი wish list-ია“. – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.