“შეტყობინება შევიდა ბომბის შესახებ” – თბილისის 2 სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია გამოცხადდა.  ინფორმაციას  სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ავრცელებს.

“ბავშვმა დამირეკა, სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდაო. 41-ე სკოლაში შეტყობინება შევიდა ბომბის შესახებ. მშვიდობაა ქვეყანაში”, – წერს მარი კორკოტაძე.

ამასთანავე ვრცელდება ცნობები, რომ ევაკუაცია ყაზბეგის ქუჩაზე, ევროპულ სკოლაშიც გამოცხადდა.

სკოლებთან ამ დროისათვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული, თავად დირექციები კი ამ ეტაპზე განმარტებებს არ აკეთებენ.