“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან, ღირებულებებთან და საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველია. შვედეთი გააგრძელებს მათ სრულ მხარდაჭერას”.

შვედეთის ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი ივანიშვილის დეპუტატების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.