აშშ–ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა. საელჩოს განცხადებით, შეხვედრის მიზანი სახალხო დამცველის “უმნიშვნელოვანესი საქმიანობის მიმართ” მხარდაჭერის გამოხატვა იყო.
საელჩო შეშფოთებულია ომბუდსმენის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით.
“სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია. ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას. მოვუწოდებთ პარლამენტს, კონქტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად”,– აცხადებს საელჩო.