“შეცდომა იყო, პასუხისმგებლობა თანამდებობის პირებს უნდა აეღოთ “- ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ “ღამის კურიერში” განაცხადა. მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დანაშაული იყო და პასუხისმგებლობა მაშინდელ თანამდებობის პირებს უნდა აეღოთ.
“არათუ სახლში მჯდომი ვაპროტესტები, არამედ მიმიღია საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობა. ეს იყო უდიდესი შეცდომა, ტრაგედია, რომელზეც პასუხისმგებლობა თავის დროზე უნდა აეღო რამდენიმე თანამდებობის პირს, მაგრამ არ აიღეს”, – აღნიშნა მელიამ.