მთავარი არხის ინფორმაციით, ხელში ჩაუვარდათ ტელეფონი, რომლითაც გიორგი შაქარაშვილის მეგობარი და საქმის მთავარი მოწმე, გური ამირხანაშვილი სარგებლობდა.
წყარო “მთავარს” უყვება, რომ ეს ტელეფონი მთავარ მოწმეს გამომძიებლებმა მისცეს და ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებთან კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა. ტელეფონი იმდენად გასაიდუმლოებული კომუნიკაციის საშუალება იყო, რომ ამირხანაშვილს ის სახლშიც კი არ შეჰქონდა, თუმცა დაუდევრობით მან აპარატი დაკარგა.
მთავარი არხის მტკიცებით, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ამირხანაშვილს მათთვის არ უნდა დაერეკა და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებები უნდა გაეგზავნა.
მთავარმა ნომრები გადაამოწმა და დაადგინა, რომ ისე ეკუთვნის ერთერთ სახელმწიფო უწყებას.
რაც შეეხება მიმოწერას, ამირხანაშვილი მიმოწერისას ადრესატს იმ დეტალებს ეუბნება, რომელიც ბოლო პერიოდში შაქარაშვილის საქმეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
სმს მიმოწერა 10 აგვისტოდან იწყება.
მთავარის ცნობით, ამირხანაშვილს წერენ, რომ ის უნდა იყოს ფრთხილად, აკონტროლოს ყველა სიტყვა, თორემ მისი დაჭერაც მოუწევთ.
ამირხანაშვილი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს და წერს, რომ საკმაო სტრესშია და ვეღარ გაიგო რა ილაპარაკოს და ამბობს, რომ მამაოსთან უნდა საუბარი.
აღნიშნული მიმოწერისა და მობილურის შესახებ ჯერჯერობით კომენატარი არ გაუკეთებია არც საგამოძიებო უწყებას და არც გური ამირხანაშვილს.