“შეცდომაში შეყვანილები არიან ხელისუფლების, ამ პროვოკატორების მიერ “- აცხადებს, ივერი მელაშვილი სასულიერო პირებზე და იმ მოქალაქეებზე რომლებიც მას და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. მელაშვილის თქმით, ვინც მათ თავს დაესხა, შეცდომაში არიან შეყვანილები და ეს ხელისუფლების ბრალია.
“სასულიერო პირებიც და მოქალაქეებიც, ვინც დამიპირისპირდა, შეცდომაში არიან შეყვანილები. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ვიღაცამ ჩაუდო თავში, რომ მელაშვილი გამყიდველია, მან რაღაც გადასცა და გაყიდა. სინამდვილეში ამდაგვარი არაფერი მომხდარა. შეცდომაში შეყვანილები არიან ხელისუფლების, ამ პროვოკატორების მიერ. ხელისუფლებას ვადანაშაულებ ამაში, პროკურატურას და მართლმსაჯულებას. წარმოიდგინეთ, სულ ალალმართალ კაცს ჩვეულებრივი ადამიანი მიპირისპირდება, მეძახის მოღალატეს, მაგინებს, შეურაცხყოფას მაყენებს”. – თქვა მან.
რამდენიმე წუთის წინ, დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა.