”როცა ამბობენ თვითმიზანი არ არის ევროპაო და იცით რა, ჩვენს წინაპრებს, იმ საუკეთესო ხალხს, რომელმაც აი ამ რელსებზე შესვა საქართველო, მე ვგულისხმობ ილია ჭავჭავაძეს, ნიკო ნიკოლაძეს, იმ ბრწყინვალე პლეადის, მათთვის ეს იყო თვითმიზანი, მემგონი მათთვის სწორედ თვითმიზანი იყო და ახლა, თუ ეს ყველაფერი ასე მოხდება ჩვენ ჩამოვშორდებით აი ამ ჩვენ, ნამდვილ მიზანს და რაღა დარჩება? […] ეს სუფთა რუსული სტილის კანონია[…] მე ახლა იმ მეორე ნაწილს, ჩვენი საყვარელი თანამემამულეების ნაწილს, რომელიც შეიძლება არ იზიარებენ ჩვენს პოზიციებს, მათ მივმართავ, შეხედეთ რა ხდება დღეს რუსეთში, აი ასე დაიწყო ეს ყველაფერი, შეხედეთ რა მდგომარეობაში ჩავარდა რუსეთი, იცით რა, მაშინაც არ წარმოედგინათ, რომ მერე ასე სერიოზულად იქნებოდა ყველაფერი, იცინოდნენ, როდესაც ამ კანონის მიღება იყო, ინტელექტუალური წრეები ამაზე იცინოდნენ, რით დასრულდა ეს ყველაფერი? წიგნებია შეფუთული მწერლების, მოუწიათ წასვლა მოაზროვნე ადამიანებს, უსამშობლოდ დავრჩებით, უსამშობლოდ დავრჩებით.”