შეხვედრას ვაცდენთ, NDI-ის დედაც ვატირე, იაგოს დაბადების დღე მივულოცოთო – მეგრელიშვილი

“შეხვედრას ვაცდენთ, NDI-ის დედაც ვატირე, იაგოს დაბადების დღე მივულოცოთო ” – თქვა გირჩის ერთერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა ფეისბუქლაივში. ის პარლამენტში იაგო ხვიჩიას დაბადების დღეს აღნიშნავს.

”დღევანდელი დღე, გარდა იმისა, რომ შენი (იაგო ხვიჩიას) დაბადების დღეა, რა ვიცი… NDI-ის შეხვედრას ვაცდენთ, სანდრო რაქვიაშვილი წავიდა, ნერვიულობდა და მე ვთქვი, რომ NDI-ის დედაც ვატირე, მოდი, იაგოს დაბადების დღე მივულოცოთ და არა, არ გამოვა, ამდენი ხანია დანიშნული გვაქვსო. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მხოლოდ სანდრო აღმოჩნდა და ის გავიდა NDI-სთან სასაუბროდ. ჩვენ რომ მოვრჩებით ამ ლაივს, ალბათ, შევუერთდეთ ცოტა ხანი.”-თქვა ვახო მეგრელიშვილმა.