შთაბეჭდილება იქმნება, რომ ესებუა კი არ გარბის, შეიძლება ხელისუფლება გაურბოდეს მას – მელია

გლდანის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა მელია ბადრი ესებუას გაქცევას ეხმიანება და ამბობს, რომ სამართლამდაცავი სტრუქტურები დაბნეულები და ბოლომდე ჩამოშლილები არიან.

“რასაც ამ თემასთან დაკავშირებით ვისმენდით, აქ სად ჩანს სახელმწიფოს ხელი? სად ჩანს სახელმწიფოს კვალი? ის, რომ სახელმწიფო არსებობს და ვიღაც რაღაც პროცესზეა პასუხისმგებელი? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება უკვე, რომ ესებუა კი არ გარბის, შეიძლება ესენი გაურბოდნენ მას”,– აცხადებს ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.

მელია აღნიშნავს, რომ კარგია, რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და არჩევნების ეს ქაოსი და დემორალიზებული ხელისუფლება დასრულდება.

“ვცდილობ, გადავდო ჩემი პოლიტიკური პარტიული კუთვნილება და ისე შევაფასო ეს პროცესი, მაგრამ ეს ნორმალური არ არის. არ ჩანს, რომ აქაურობას, ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი”. – თქვა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა. მან 19 მძევალი აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მას მომლაპარაკებელმა ფული მიუანა,ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა.

მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა. გუშინ შსს–მ შეიცვალა მუხლები და თავდასხმა ტერაქტად გადაკვალიფიცირდა.