შიმშილობაზე საუბარი არაა, არასრულფასოვნად იკვებება, ალბათ ძირითად დაავადებას უკავშირდება – ჩხაიძე სააკაშვილზე

შიმშილობაზე საუბარი არაა, არასრულფასოვნად იკვებება, ალბათ ძირითად დაავადებას უკავშირდება – აცხადებს “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.

“რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებით, მკურნალმა ექიმმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ, გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულფასოვნად იკვებება ადამიანი, აქ საუბარი არის არა შიმშილობაზე, შიმშილობა რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული, თორემ შიმშილობას სხვადასხვა პროცედურებია და ეს პროცედურები სხვანაირად ფორმდება ისტორიაში, ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად იკვებება და ისიც მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევაში არ იკვებება”, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.