ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ სააკაშვილს შიმშილობით დანაშაული არ გაუუქმდება.
“შიმშილობით დანაშაულის ჩამოწერა არ ხდება. შიმშილობით უკვე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება არ ხდება, ვინც არ უნდა იშიმშილოს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ეს შეეხება პრეზიდენტსაც, ეს შეეხება ნებისმიერ დამნაშავეს. იქნება ეს მკვლელი, გაუპატიურება, თაღლითობა თუ ნებისმიერი სხვა. ნებისმიერ დანაშაულზე არის ერთი და იგივე სტანდარტი, რომ შიმშილობის გამო დანაშაულის გაუქმება არ ხდება და ვერ მოხდება ვერავისთან დაკავშირებით”,– ამბობს ის იმედის ეთერში.
სუბარი აღნიშნავს, რომ შიმშილობის შეწყვეტა სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.