“ძალიან ვწუხვარ, რომ შიმშილობის გადაწყვეტილების მიღება მომიწია, ვიცი, რამდენი ადამიანი შევაწუხე ამით და ვიცი, ზოგადად, რა ცუდ ფონს ქმნის ეს ყველაფერი. ბევრი ვიფიქრე, ემოციურად არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ავწონე რისკები, რაც ქვეყანას უდგას და ავწონე ბრძოლის გზები.
მართლა არ მინდა, თუნდაც “ოცნებამ” კედელთან მიმწყვდევის გადაწყვეტილებად მიიღოს ეს. არ მაინტერესებს მაგათთან შეჯიბრი ამ მომენტში. იქნებ “დააკლიკოს” და მიხვდეს, რომ სიცოცხლესთან თამაში ძალიან საშიშია ყველასთვის. მათ კარგად იციან, რომ არ ვხუმრობ, სუსმა მაინც ხომ იცის.
ყველასი მესმის, ვინც მთხოვს, რომ არ ვიშიმშილო, ოღონდ წინასწარ გეუბნებით, გამორიცხულია სიტყვის გადათქმა.
დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის,
ყველაფერი კარგად იქნება”
წერს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. მან გუშინ პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანენ.