მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამაი ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბრიფინგს და ამბობს, რომ ეს სტრასბურგის სასამართლოსთვის “ვალის მოხდას” ემსახურებოდა.
მისივე თქმით, 2018 წელს გლდანის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა პატიმარი შიმშილობის შემდეგ.
“საინტერესო იყო ერთი რამე, თქვეს, რომ გვაქვს გამოცდილება, შიმშილობის მართვის განსაკუთრებით შიმშილობის შემდგომი პერიოდისო. თუ მიაქციეთ ყურადღება, თქვეს, რომ 2019-დან გვაქვს ეს გამოცდილებაო, ხო აბსურდია ეს ყველაფერი.
მე გეტყვით რატომ თქვეს – 2018 წელს, 40 დღის შიმშილობის შემდეგ, ამ საავადმყოფოში გარდაიცვალა პატიმარი, იმიტომ რომ შიმშილობა ვერ მართეს.
რაც შეეხება პოსტ შიმშილობის პერიოდს, ამის მართვის გამოცდილება ამ საავადმყოფოს კი არა, საქართველოში სავარაუდოდ, არც ერთ საავადმყოფოს არ აქვს და საჭირო იქნება კონსილიუმისგვარი მიხედვა, ამ ყველაფერს, ერთი საავადმყოფოს რესურსი შეიძლება არ ეყოს. დღესავით ნათელია სიტუაცია, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ყველა შემთხვევაში მოუწევთ”,-თქვა ნიკა გვარამიამ.