შიშში რატომ უნდა ვიცხოვროთ? ახლა თუ დოთიაშვილი არ გამოუშვეს, ჩვენ ავჯანყდებით! – კირბალის მცხოვრები

“შიშში რატომ უნდა ვიცხოვროთ? ახლა თუ ლევან დოთიაშვილი არ გამოუშვეს, ჩვენ ავჯანყდებით!” – ამის შესახებ, სოფელ კირბალის ერთ-ერთი მცხოვრები “მთავარ არხთან” საუბარში ამბობს.

“ჩვეულებრივ, სიგარეტი, სანთლები იყიდა და წავიდა. რაღაც ზომებს ხომ უნდა მიმართონ, შიშში რატომ უნდა ვიცხოვროთ? აი ახლა, თუ დოთიაშვილი არ გამოუშვეს ჩვენ ავჯანყდებით და მივმართავთ ზომებს, ჩვენ იმ ბავშვსაც არ მოვაკვლევინებთ, ანგელოზივით, სასახელო ბავშვია, ჯერ 35 წლის არ არის დოთიაშვილი, გაჰყვა, ამ ბავშვმა რა გააკეთოს. […] ამოგივა ყელში, მიდიხარ, ახლა მოვიდნენ და შენი სახლი დაკეტილი დაგხვდეს, თქვენ მოგეწონებათ?! არ მიანგრევ კარებს?! ეგრეა ჩვენი ეგეც, მაინც არ დავთმობთ”,.- ამბობს სოფელ კირბალის ერთ-ერთი მცხოვრები მთავარ არხთან საუბარში.