საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. დღეს მსხვერპლთა რიცხვი არ შეცვლილა – დაღუპულია 24 ადამიანი, ეძებენ 9-ს, ნაპოვნია 4 ფრაგმენტი.
„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა- არის 24 ადამიანი დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილი ამბობს, რომ სტიქიის ზონაში მოქალაქეების ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობებს.
„წითელი ჯვრის“ საშუალებით ეს საკითხი დარეგულირდა და ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები ლოჯისტიკური კუთხით გვეხმარებიან, როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.