რაჭაში, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
“აღმოჩენილია დღეს 3 ცხედარი და 1 სხეულის ფრაგმენტი. დილით ერთი გითხარით და კიდევ დაემატა 2 ცხედარი” – თქვა ირაკლი ქარსელაძემ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.