რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 300 000-დან 87 000 რუსი სამხედრო უკვე გაგზავნილია საბრძოლო ზონებში.
“დამატებითი მომზადებისა და საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ, სამხედრო მოქმედებების რაიონში გაგზავნილია 87 ათასი ადამიანი”. – თქვა შოიგუმ.
ასევე შოიგუმ აღნიშნა, რომ წვევამდელები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ გაიგზავნებიან.
“წვევამდელი სამხედროები ასრულებენ დავალებებს სამხედრო ნაწილების დანიშნულების შესაბამისად. ამასთან, ისინი არ გაიგზავნებიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. ყველა წვევამდელი, ვინც სამსახური დაასრულა, სახლში გაიგზავნება,” – თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.