“ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და ერთგულმა ხალხმა დატოვა ბორდი. არ უნდა ხდებოდეს ეროვნული ბანკის ზოგიერთი გადაწყვეტილების პერსონალიზაცია. თუ ისეთ სერიოზულ ინსტიტუტს, როგორიცაა ეროვნული ბანკი, მოვარგებთ გარკვეულ პიროვნებებს, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მაშინ ეროვნული ბანკი ვერ შეინარჩუნებს თანმიმდევრულობას,”
აცხადებს ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი.