ხაშურის დედათა მონასტრის წინამძღოლი მამა მიქაელი “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ თავადაც ძალიან მძიმედაა, რადგან პირველი იყო, რომელმაც ძალადობის მსხვერპლი მონაზონი ნახა.
“ძალიან ცუდად ვარ, გეუბნებით შოკურ მდგომარეობაში ვარ, ცუდად ვარ ძალიან, არაფრის თავი არ მაქვს, სახლში ვერ ველაპარაკები ჩემებს… ჩავთვალეთ, რომ დედაჩემს მოუხდა ეს ამბავი, დედასავით მყავდა დედაო.
საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მე ვიცი, რომ საშინელება მოხდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენს ქალაქს და არც არავის” – ამბობს მამა მიქაელი