გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს ტანკებს არ მიაწვდის რადგან ეს ნაბიჯი ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება იქნება. აღნიშნული განცხადება, მან New York Times-თან ინტერვიუში გააკეთა.
“ეს ძალიან სახიფათო ომია, სადაც ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, თუმცა, ჩვენ ამას ვაკეთებთ ისე, რომ კონფლიქტი არ გადაიზარდოს NATO-სა და რუსეთს შორის ომში, რადგან ეს უკანასკნელი სრული კატასტროფა იქნება.[…]ჩვენ დამოკიდებულება შევცვალეთ და მას შემდეგ, უკრაინას დიდი რაოდენობით ეფექტური იარაღი მივაწოდეთ. გერმანია უკრაინის დასახმარებლად ნამდვილად ბევრს აკეთებს. ხელმძღვანელობა არ გულისხმობს იმის შესრულებას, რასაც ხალხი შენგან ითხოვს. ამის ნაცვლად, გიწევს სწორი გადაწყვეტილების მიღება და მისი დაცვა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ.
ჩვენ მოკავშირეებთან კოორდინაციით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არასდროს ინდივიდუალურად – ეს არის უალტერნატივო გზა ამ სახიფათო ომში, აბსოლუტურად გონივრულია, რომ არ ენდო მხოლოდ საკუთარ თავს”. – თქვა შოლცმა.