„პრეზიდენტი პუტინი იყო და რჩება ღია ნებისმიერი კონტაქტისთვის, რომელსაც ამა თუ იმ გზით შეუძლია დაეხმაროს რუსეთს საკუთარი მიზნების მიღწევაში. სასურველია მშვიდობიანად, მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ როცა ეს შეუძლებელია, ასევე სამხედრო გზით, რასაც ახლა ვხედავთ. ჩვენ მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის ბევრი განცხადება, რომლებმაც განაცხადეს, რომ გააგრძელებენ პუტინთან კომუნიკაციას, რათა ეძებონ გზები და გამოსავალი სიტუაციიდან. თუმცა, ბოლო დროს არანაირი ინიციატივა არ ყოფილა. ჩვენ მოვისმინეთ მაკრონის ხუთი-ექვსი განცხადება იმის შესახებ, რომ მზადაა, დაურეკოს პუტინს და ისაუბროს, მაგრამ ეს ყველამ უნდა იცოდეს: არანაირი მოთხოვნა ან ასეთი საუბრის შესაძლო ვადების შემუშავება არ განხორციელებულა“,

აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.