შსს ამბობს, რომ დოდი ხარხელი არ დაუკავებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქტივისტი დოდი ხარხელი არ დაუკავებიათ და  “ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”. ისინი დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

დაახლოებით 2 საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელის მიხედვითაც, დოდი ხარხელმა ბავშვი საბავშვო ბაღში დატოვა და ამ დროს ის პოლიციამ დააკავა. მანამდე, ლევან წიკლაურმა Facebook-ზე დაწერა, რომ დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ.

დოდი ხარხელის სახლთან და ბინაში პოლიცაა მობილიზებული. უცნობია, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.