შსს-მ ავსტრალიელი ქალის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავსტრიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ.

სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებან ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით”, – აცხადებენ უწყებაში Ipn-ის ცნობით

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი გუშინ გაუჩინარდა. ბოლოს მან მეგობარს დაურეკა, მეგობარმა კი გაიგო, როგორ ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა ახალგაზრდა ქალი. გუშინ საღამოს შანაი ბრუკი მთაწმინდის ფერდზე გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი ბუჩქებში იყო დამალული. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.