შსს-მ 24 საათში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 106 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 106 პირი დაჯარიმეს.

სამინსტროს ცნობით, 21 აპრილის 21:00 საათიდან 22 აპრილის 06:00 საათამდე სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდატის საათის დარღვევისთვის 54 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 2 მოქალაქე დაჯარიმდა, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 50 პირი.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000.