შსს-მ გამოძიება მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

მეუფე შიოს მოწამვლის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია და მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტია.