შსს-მ საქმე აღძრა ლევან ჯობავაზე, რომელმაც აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელს იარაღი წაართვა

აქტივისტი ლევან ჯობავა, რომელმაც 15 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელს იარაღი წაართვა და პოლიციას გადასცა, ახლა თავად სამართალდამცველების მხრიდან უსამართლო მოპყრობაზე საუბრობს.

ლევან ჯობავას ადვოკატმა, მარიამ ჯიქიამ განაცხადა, რომ ჯობავას მიმართ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

„ორი დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარებს: ერთი არის ძალადობის მუხლით დაწყებული და მეორე იარაღთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილებით. ჩვენ ვიყავით გამოკითხვაზე, რომელიც ეხებოდა 236-ე მუხლს. ძალადობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე გამოკითხვაზე არ დავუბარებივართ. რაც შეეხება სტატუსს, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, ლევან ჯობავას სტატუსი არ აქვს“, – განაცხადა მარიამ ჯიქიამ.

აქციის მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმა 15 სექტემბერს მოხდა, როცა საზმაუს მარში რუსთაველის გამზირისკენ მიდიოდა. თვითმხილველები, ყვებიან, რომ დაპირისპირების მომენტში ერთ-ერთმა მოზარდმა იარაღის დემონსტრირება დაიწყო და ფაქტრობრივად, ხალხს ემუქრებოდა.

16 წლის შეიარაღებული თავდამსხმელი იზოლატორიდან გაუშვეს. საქმეზე გამოკითხულია ლევან ჯობავაც. მისი თქმითმაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მას დაუსვეს იმგვარი კითხვები, თითქოს ის თავად იყო “მოძალადე”. აქტივისტი მომხდარსაც იხსენებს და ამბობს, რომ თავიდან პოლიცია შეეცადა, ისე გამოეყვანა, თითქოს იარაღი მისი იყო.