შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული. მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
ცნობისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ოქმების განხილვის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეებს, პარტია “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.