შსს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, რუსული და ბელარუსული კომპანიის სისტემებს იყენებს – განცხადებას ამის შესახებ პარტია “დროა” აკეთებს.
“შსს-ს საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტის მიერ გამოყენებული სამი სისტემიდან, 2 რუსული კომპანია PAPILON -ის შექმნილია. ერთი- ბელარუსული TODESS-ის. PAPILON -ის პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები გავრცელებულია რუსულ ძალოვან სტრუქტურებში, ჩრდილოეთ კორეაში, თურქეთში, ინდოეთში, ნიგერიასა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში. კომპანიის სისტემები გამოიყენება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაშიც.
შსს-მ PAPILON -თან თანამშრომლობა 2013 წელს დაიწყო ჰაბიდოსკოპიური სისტემა POLYFACE-ის შესყიდვით, რაც 2017-2018 და 2020 წლებში აპლიკაციის განახლებების შესყიდვითაც გაგრძელდა. ბალისტიკური სისტემა ARSENAL ამავე მწარმოებლის მიერ, საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებში 2018 წლიდან გამოიყენება, ხოლო ბელარუსული TODESS-ის თითის ანაბეჭდის სერვისის განახლებები შსს-მ 2013 და 2015 წლებში შეისყიდა.
TODESS-ის ლიცენზიების უმეტესობა თვით ბელარუსიდანვე აქვთ. გარდა ამისა, თითის ანაბეჭდის საიდენტიფიკაციო სისტემებს, ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოებიც იყენებენ.
რაში გამოიყენება პროგრამები:
- თავშეყრის ადგილების მონიტორინგი [აქციები, მიტინგები]
- სახის სწრაფი ამოცნობა;
- იდენტობის ვერიფიკაცია;
- ბიომეტრიული მონაცემთა ბაზა;
- თითის ანაბეჭდის ამოცნობა, კლასიფიკაცია, ნიმუშის ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა;
- ნივთმტკიცებების მონაცემთა ბაზა;
- ადმინისტრაციული კრიმინალისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის შენახვა;
სახის ამოცნობა ხელოვნურ ინტელექტს კრემლი პროდემოკრატიული გამოსვლების ჩასახშობად იყენებს. საგანგაშოა, რომ სამეთვალყურეო ბიომეტრიული მონაცემები ცნობილ კიბერ შავ ბაზარზე ე.წ. PROBIV-ზე იყიდება.
ბიუჯეტიდან რუსული და ბელარუსული კრიმინალისტუკრი სისტემების შესასყიდად მილიონ 360 ათას 576 ლარი გამოიყო. “ – აცხადებენ “დროაში”.