შსს-მ სასაფლაოებზე გადაღებული ფოტოების მიხედვით, ჯარიმების გამოწერა დაიწყო. გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრი, ბადრი გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ჯარიმებს ფოტოების ავთენტიკურობის დადგენის გარეშე წერენ. ამის შესახებ ბადრი გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
”თქვენ ხარ არაადამიანები, სადისტები.
გარდა იმისა, რომ სასაფლაოებს სპეცრაზმით იცავენ, უკვე ფბ-ზე დაიწყეს ფოტოების შემოწმება და ამის საფუძველზე დაჯარიმება.
ამ ადამიანს ურეკავენ ზესტაფონის პოლიციის განყოფილებიდან და ითხოვენ, ხარაგაულის რაიონიდან ჩავიდეს ზესტაფონში 2000 ლარიანი ჯარიმის ჩასაბარებლად.
აუცილებლად მივყვებით ამ საქმეს და ფოტოს ატვირთვის გამო სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული ადამიანების 2000 ლარით დასჯას არ შეგარჩენთ” – წერს სოციალურ ქსელში ბადრი გრიგალაშვილი.