შუბლის ძარღვი ხომ არსებობს?! – მდინარაძე ოპოზიციას

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ივანიშვილს არათუ სახლში აქვს ფული წაღებული, არამედ 3 მილიარდი ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული.

“თქვენ ხართ წარსული, ცუდი წარსული. ბატონო რომან, თქვენ მოგმართავთ, როცა საუბრობთ იმაზე, რომ ივანიშვილმა წაიღო ფული, ადამიანს ქველმოქმედებაში სამი მილიარდი აქვს დახარჯული და ფული წაიღო სახლშიო, გირჩევთ სხვა არხებსაც უყუროთ და იქნებ ასეთი საოცრებები არ ილაპარაკოთ. 100 მილიონი კაცმა ჩარიცხა და ფული წაიღო სახლშიო გვიყვებით”,- ამბობს მდინარაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა არავის დახმარებია, მთავრობა კი მაქსიმუმს ცდილობს.

,,როცა “ნაცკლასტერის” ერთ-ერთი წარმომადგენელი საუბრობს, რომ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. “არასდროს” რატომ არ თქვა იცით? – იმიტომ რომ მათ დროს იყო “არასდროს”. ერთი კაპიკით არ დახმარებიან არავის. არ არის რაღაცები საკმარისი, მაგრამ მაქსიმუმს ვცდილობთ. ადამიანმა 48 მილიონი მოიპარა და პოლიტპატიმრებს უწოდებთ და გამოდიხართ უაპელაციოდ ადამიანს, პრემიერ გახარიას ელაპარაკებით სისხლიან ხელებზე და პოლიტპატიმარს ვის უწოდებთ არ გახსენდებათ ეტყობა. თორე რაღაცა შუბლის ძარღვი ხომ არსებობს?! წარმოუდგენელია, თუმცა გვიწევს თანაცხოვრება,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.