”დროას” წევრ შუშანა მაცაბერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მაცაბერიძე აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი.
“ჩემი აზრით, როდესაც პოლიციელი ძალადობს მოქალაქეებზე და იჭერს სრულიად უკანონოდ, იჭერს იმის გამო, რისი უფლებაც აქვს მოქალაქეს, რომ განახორციელოს, როდესაც პოლიციელი მოქალაქის უფლებას კი არ იცავს, პირიქით, ფეხქვეშ თელავს, ეს ფაქტი ჩემთვის არის ნაბი*ვრობა. სწორედ ამიტომ, როდესაც [ირაკლი] დგებუაძე [აჭარის პოლიციის უფროსი] აქციაზე დავინახე, დავუძახე და ვუთხარი, რომ ის არის ნაბი*ვარი. და ამას ყოველთვის გავაკეთებ, ყველგან, როდესაც ამის საშუალება მომეცემა”. – თქვა მაცაბერიძემ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, რეჟიმის სამართალდამცავებმა ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი ადმინისტრაციული წესის 166-ე 173-ე მუხლებით დააკავეს.