“ამ ადამიანებს კიდევ რომ უჩნდებათ პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული და კრიმინალი და შემდეგ უკვირთ, როდესაც ჩვენ მათ ამ დანაშაულს ვახსენებთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შევახსენებთ, ყოველთვის, ყოველ დღე, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, სულს ამოვხდით ამ შეხსენებებით, იმიტომ, რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით, რომელიც ახლა დევნილად არის ქცეული, თქვენ ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, კაცი 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა და კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი. გავიდა მოქალაქეობიდან, საკუთარი პასპორტი დატოვა, ჩააბარა და აიღო უკრაინის მოქალაქეობა. შემდეგ გააძევეს თმების თრევით, ჯერ სახურავებზე დახტოდა, შემდეგ თმების თრევით გააძევეს და გუშინ გამოვიდა და კიდევ აქეთ ჭკუას გვარიგებს და იმუქრება. ასეთი მასხარების დრო ქვეყანაში დასრულებულია მეგობრებო და თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში. ეს ცოტა გართობისთვის.

განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.